"ჩაფიძის გულის ცენტრის" გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ინტერვენციული კარდიოლოგი, გიორგი სამადაშვილი.


გადაუდებელი დახმარების, ინტერვენციული დეპარტამენტის და ინტენსიური თერაპიის  ძირითად მოვალეობას წარმოადგენს გულის დაავადებების დროული დიაგოსტიკა და სწორი მართვა თანამედროვე გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად.

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი ოპერატიულად და მყისიერად რეაგირებს პაციენტების ისეთ მდგომარეობებზე, როგორებიც არის: მწვავე კორონარული სინდრომი, სტენოკარდია, ინფარქტი და აშ.

ავადმყოფის მკურნალობაში ჩართულია მულტიდისციპლინური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რაც უზრუნველყოფს პაციენტის სრულყოფილ და ხარისხიან მომსახურებას.

ჩვენი მიზანი ჩვენი დევიზიცაა: შემატე სიცოცხლე წლებს და არა წლები სიცოცხლეს!

გამოცდილებასთან ერთად დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა გვაქვს  და ვიცით, რომ კარგი ექიმი მკურნალობს დაავადებას, ხოლო დიდი ექიმი პაციენტს, რომელსაც აქვს დაავადება.

 მტკიცედ გვწამს, რომ მედიცინა არის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაავადებისგან განკურნების ხელოვნება, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავაფასოთ!

დაგვიმეგობრდით

trance