გვესაუბრება“ჩაფიძის გულის ცენტრის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი თამარ ბოლოთაშვილი
სტრესი, დაძაბულობა, გარემოს დაბინძურება, არარეგულარული და დაუბალანსებელი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაადეკვატური ფიზიკური დატვირთვა, ზოგიერთი ქიმიური პრეპარატის ქრონიკული მიღება, ინფექციური დაავადებები, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ბიოქიმიურ და მოლეკულურ ცვლილებებს იწვევს, ორგანოებს აზიანებს და სხვადასხვა დაავადების სახით ვლინდება.
აღნიშნული ცვლილებების ადრეული დიაგნოსტიკა კი აუცილებლად ლაბორატორიული გამოკვლევებით იწყება. ლაბორატორიული გამოკვლევები პირველად გადაუდებელ ინფორმაციას აწვდის ექიმს პაციენტის მდგომარეობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის, მკურნალობის შეფასების და შემდგომი მონიტორინგისთვის.
"ჩაფიძის გულის ცენტრში“ ლაბორატორიულა აღჭურვილია უახლესი თაობის დახურული სისტემის ანალიზატორებით, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს უმოკლეს დროში ანალიზების სიზუსტეს. ცენტრის ლაბორატორიაში შესაძლებელია, როგორც ბაზისური, ასევე გაფართოებული დიაგნოსტიკა
- ჰემატოლოგიური კვლევები
- კოაგულაცია
- კლინიკური კვლევები
- ციტოლოგიური კვლევები
- ბიოქიმიური კვლევები, მათ შორის ელექტროლიტები და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა
- იმუნოლოგიური კვლევები, მათ შორის ჰორმონები და მედიატორები
და სპეციფიკური ანალიზების ჩატარება: ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ქრონიკული ბრონქიტის, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის და სხვა დაავადებების. ცენტრის პროფილიდან გამომდინარე ჩაფიძის გულის ცენტრში შესაძლებელია გულის უკმარისობის შეფასება და მკურნალობის მართვის მარკერის განსაზღვრა. ასევე რენინ ანგიოტენზური სისტემის გავლენა ელექტროლიტების და არტერიული ჰიპერტენზიის რეგულაციაში (რენინის და ალდოსტერონის განსაზღვრა)
კარდიული რისკის შეფასება შესაბამისი მარკერებით (ტროპონინი I და მაღალმგრძნობიარე ტროპონინი TNThs)
ლაბორატორიული კვლევები ფასეულია მაშინ, როდესაც ის ზუსტი, სანდო და სარწმუნოა, ამასთან შეესაბამება ხარისხს. ჩვენი ცენტრის ლაბორატორიაში ხარისხის დარგში ჩამოყალიბებული პოლიტიკის მიზანია ხარისხის მართვის პროცესების მუდმივი უზრუნველყოფა შიდა და გარე კონტროლით გერმანიის რეფერენს ინსტიტუტში (RfB) და იღებს საუკეთესო ხარისხის მაჩვენებლებს.
“ჩაფიძის გულის ცენტრის“ ლაბორატორია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ლოკალურ მულტიცენტრულ სამედიცინო კვლევაში. აუდიტური შემოწმების დროს უცხოელი პარტნიორების მიერ დადებითად შეფასდა ლაბორატორიის მუშაობა, რამაც განაპირობა შემდგომი თანამშრომლობა ფართომასშტაბიან კვლევაში.
გახსოვდეთ! სკრინინგული კვლევების დროულად ჩატარება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
არ დაგავიწყდეთ!
კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს და აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური ლაბორატორია!