სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები და მათი პრევენცია

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები და მათი პრევენცია

 

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი.


სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები არის ინფექციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც  დაკავშირებულია პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებასთან. აღნიშნული ინფექციებით პაციენტი შესაძლოა დაინფიცირდეს სამედიცინო დაწესებულებებში, კლინიკური სერვისის მიღების პროცესში.


სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები (სმაი) საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიო მასშტაბით, მისი საშუალო გავრცელება დაახლოებით 7%-ს აღწევს. (მერყეობს დაახლოებით 3.5-დან 20%-მდე).


განვითარებად ქვეყნებში სმაის შედარებით მაღალი გავრცელება აღინიშნება. სმაის გავრცელების სიხშირე დამოკიდებულია სამედიცინო დაწესებულების და სამედიცინო სერვისების ტიპზე. კლინიკაში არსებული ინფექციის პრევენციის და კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე. სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების რისკი იზრდება ისეთ დაწესებულებებში, სადაც ტარდება დიდი რაოდენობით და ფართო მასშტაბიანი სამედიცინო ინვაზიური ჩარევები (ქირურგიული ოპერაციები და სხვ). სმაის მომატებული რისკი აღინიშნება იმ კლინიკებში სადაც ყავთ ქრონიკული დაავადებებით დაავადებული ან პალიატიური პაციენტები.


ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციებს მიკუთვნება: სასუნთქი სისტემის ინფექციები, მათ შორის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონია, სისხლის ნაკადის ინფექციები, მათ შორის სეფსისი, საშარდე გზების ინფექციები და ჭრილობის ინფექციები. ასევე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ორგანოს ინფექცია, რომლითაც  პაციენტი კლინიკაში სამედიცინო მომსახურების პროცესში დაინფიცირდა.


სმაის პრევენციის და კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში.


 სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა


სმაის პრევენციის უმთავრესი ღონისძიებას სამედიცინო პერსონალის ხელების ჰიგიენის სათანადო დაცვა წარმოადგენს. ინფექციების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ხელის ჰიგიენის უგულვებელყოფაა. თუ ჩვენ შევძლებთ სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენის მოთხოვნების ეფექტურ დაცვას, ამით დაახლოებით 50%-ით შევამცირებთ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების განვითარების რისკს. არასათანადოთ ჩატარებული ხელის ჰიგიენა პოტენციურად ინფექციის გავრცელების წყაროს წარმოადგენს.


სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების თავიდან აცილება შეუძლებელია სათანდო დასუფთავების, დეზინფექციის (სამედიცინო დაწესებულების ნივთების და სამუშაო ზედაპირების დასუფთავება და დეზინფექცია, ხშირად შეხებადი ზედაპირების ჩათვლით), სტერილიზაციის ღონისძიებების გატარების და კლინიკაში აღნიშნული ღონისძიებების მკაცრად გაწერილი პროტოკოლების შესაბამისად დაცვის გარეშე.


სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო ვენტილაციის უზრუნველყოფა და მიკროორგანიზმებისგან თავისუფალი ჰაერის გამოყენება წარმოადგენს ინფექციის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. განსაკუთრებით მაღალი რისკის განყოფილებებში (საოპერაციო, საიზოლაციო სივრცეები, რეანიმაცია, შესახვევი და სხვ.). სავენტილაციო სისტემამ უნდა უზრუნველყოს ჰაერის სათანადო ფილტრაცია სპეციალური მიკრობდამჭერი (HEPA) ფილტრებით და ხელი შეუშალოს სამედიცინო მომსახურების სივრცეებში მიკრობების შემოდინებას და მათ გავრცელებას.


სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება არის უსაფრთხო ინექციის პრაქტიკა, რაც გულისხმობს პაციენტის  ინექციის პროცესის შესრულების დროს  ასეპტიკის და ანისეპტიკის წესების ეფექტურ დაცვას. სტერილური გარემო და უსაფრთხო ინექციის წესების დაცვა წარმოადგენს ორგანიზმში მიკრობების მოხვედრის პრევენციის გზას. აღნიშნულის მიღწევა მოითხოვს, თანამშრომლების მუდივ სწავლებას და მონიტორინგს, განსაკუთრებით საექთნო რგოლისთვის.


სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს - ნარჩენების სწორი მართვა. სამედიცინო მომსახურებისას სხვადასხვა ტიპის ნარჩენი  წარმოიქმნება, მათ შორის სამედიცინო ნარჩენები, რომლებიც პოტენციურად მიკრობებით არის დაბინძურებული. სამედიცინო ნარჩენების არასწორი მართვა ინფექციების გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენს. ნარჩენების მართვა გულისხმობს მათ სწორ და ორგანიზებულ მოგროვებას და განადგურებას. სამედიცინო დაწესებულებაში აუცილებელია ნარჩენების მართვა მკაცრად დადგენილი და სწორად ორაგნიზებული მეთოდებით და წესებით ხდებოდეს.


სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციის და კონტროლის ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია დაინერგოს რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის პრინციპები, რაც თავიდან აგვაცილებს ანტიმკრობული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას და რეზისტენტული მიკრობების გავრცელებას სამედიცინო დაწესებულებაში.


სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებულ ინფექციებთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ინფექციის პრევენციის და კონტროლის ღონისძიებების კომპლექსურად განხორციელება და სამედიცინო დაწესებულების პერსონალის გუნდური მუშაობა.



"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლისა და პრევენციის ყველა ღონისძიება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.  ცენტრში დანერგილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სტანდარტები და სმაის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ანტმიკრობული თერაპია ეფუძნება რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომებს. ცენტრი ფლობს გერმანული ხარისხის სერტიფიკატს.



დაგვიმეგობრდით

trance