ბრონქიექტაზია

ბრონქიექტაზია

გვესაუბრება აკად.გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგი ნანი გონჯილაშვილი.


რა არის ბრონქიექტაზია?


ბრონქიექტაზია არის სასუნთქი გზების დაავადება, რომელიც იწვევს ხველას (ხშირად ნახველით), სუნთქვის გაძნელებას, და სხვა სიმპტომებს. ამ დროს ხდება სასუნთქი გზები (ბრონქები) გაგანიერებულია ნორმასთან შედარებით. შედეგად ლორწოს რაოდენობა მომატებულია, რომლის ამოხველებაც გაძნელებულია. თუ ლორწო დარჩა ფილტვებში, იზრდება ფილტვების და ბრონქების ინფექციების განვითარების რისკი.


ბრონქიექტაზიის გამომწვევი მიზეზი ბევრი და განსხვავებულია. შესაძლებელია მათ შორის დავასახელოთ გარკვეული ინფექციები და ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. სხვა მიზეზებს შორისაა ცისტური ფიბროზი და პნევმონია.


რა სიმპტომები აქვს მოზრდილებში ბრონქიექტაზიებს?

  • გახანგრძლივებული ხველა - ხველის დროს ადამიანი გამოყოფს დიდი  რაოდენობით სქელ, წებოვან ნახველს.
  • სუნთქვის გაძნელება ან ხმაურიანი სუნთქვა.
  • ხშირი ბრონქიტი ან სასუნთქი გზების სხვა ინფექციები
  • ხველა, პერიოდულად სიხლის შემცველობით ნახველში - ზოგჯერ ახასიათებს ბროქიექტაზიას.
  • ტკივილი გულმკერდში - ჩვეულებრივ თან ახლავს ღრმა ჩასუნთქვას.

ზოგიერთ პაციენტს, ბრონქიექტაზიით, აღენიშნება ასევე ქრონიკული სინუსიტის მოვლენები (ცხვირის გაჭედილობა, სახის ან შუბლის მიდამოში ტკივილი, მოყვითალო ან მომწვანო გამონადენი ცხვირიდან).


როდის უნდა ვნახოთ ექიმი?


უნდა მიემართოს ექიმს, თუ დაფიქსირდება რომელიმე ჩამოთვლილთაგანი:

  • ნახველის რაოდენობის მომატება ან შემაწუხებელი ხველა ღამით ძილის დროს ან სხვა აქტივობების შესრულებისას.
  • უჰაერობა ან ხმაურიანი სუნთქვა.
  • ახლად გაჩენილი ტკივილი გულმკერდში.
  • ყოველდღიურად სქელი, წებოვანი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველის გამოყოფა.
  • სისხლის შემცველობა ნახველში.
  • ცხელება.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიურ დეპარტამენტში მიმდინარეობს ისეთი პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების მწვავე ან ქრონიკული დაავადები: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებით, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, მწვავე პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ბრონქული ასთმა გამწვავებით, ობსტრუქციული ძილის აპნოე, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, პლევრალური გამონაჟონი. დაავადებების მართვა ხდება მოწოდებული საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

დაგვიმეგობრდით

trance