აორტის და მისი ტოტების CT ანგიოგრაფია

აორტის და მისი ტოტების CT ანგიოგრაფია "ჩაფიძის გულის ცენტრში"

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ სერგულაძე.

აორტის ანევრიზმა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ყოველ მეოცე ადამიანში ვლინდება.

განშრევებული ან გახეთქილი ანევრიზმა ადამიანისთვის ,სამწუხაროდ, საშიშია და ის ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება.

თუმცა, აორტის დაზიანებული უბნის ხელოვნური სისხლძარღვთა პროტეზით ჩანაცვლება შესაძლებელია, რაც საშიში გართულების თავიდან აცილებაში გვეხმარება.

რა არის აორტა?

აორტა არის ყველაზე დიდი და მთავარი არტერია ადამიანის სხეულში. სისხლი აორტაში შედის გულიდან, შემდეგ, მრავალი არტერიული ტოტების მეშვეობით, ადამიანის ყველა ორგანოში.აორტა მიედინება გულიდან ზევით, ქმნის რკალს, შემდეგ ეშვება ქვემოთ, გადის გულმკერდის ღრუში (გულმკერდის აორტა) და მუცელში (მუცლის აორტა).

თუ ანევრიზმის დიამეტრი 5 სმ-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში,100 პაციენტიდან 25 პაციენტს ემუქრება ანევრიზმის გახეთქვა 8-9 წლის განმავლობაში. ამის რისკი იზრდება ანევრიზმის ზომასთან ერთად.

მცირე ანევრიზმის შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს მოცემულ მომენტში ოპერაცია არ დაჭირდეს, მაგრამ აუცილებელია მან ყოველ 6 თვეში ერთხელ გაიაროს სხივური დიაგნოსტიკური გამოკვლევა.

რაც შეეხება სიმპტომებს, უმეტეს შემთხვევაში აორტის ანევრიზმული გაფართოვება შეიძლება ვითარდებოდეს რამდენიმე წელი, სანამ დაავადების რაიმე ნიშნები (სიმპტომები) გამოჩნდება.ანევრიზმის გამოვლინებები დამოკიდებულია, აორტის რომელი მონაკვეთია დაზიანებული.

მუცლის აორტის ანევრიზმის სიმპტომები მოიცავს:


  • პულსაციის შეგრძნებას მუცელში;
  • ყრუ მუცლის ტკივილს;
  • ზურგის ტკივილს.

გულმკერდის აორტის ანევრიზმის სიმპტომები:

ტიპიური სიმპტომები მოიცავს ტკივილს (ჩვეულებრივ მაღალი ზურგის არეში), ხველას და ხიხინს. იშვიათ შემთხვევებში პაციენტს უვითარდება სისხლიანი ხველა სასუნთქ მილზე (ტრაქეაზე) ან ახლომდებარე სასუნთქ გზებზე ზეწოლის ან ეროზიის გამო.

აორტის CT-ის ძირითადი ჩვენებაა აორტის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებები, როგორიცაა:

  • აორტის ანევრიზმა
  • აორტის დისექცია
  • ინტრამურალური ჰემატომა
  • აორტის კოარქტაცია ან განვითარების სხვა ანომალიები
  • აორტის განშრევება
  • აორტის ანთებითი დაავადებები
  • აორტაზე სხვადასხვა რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომ მდგომარეობა
ჩვენს ცენტრში შესაძლებელია, როგორც ცალკე გულმკერდის აორტის და მისი ტოტების , ასევე მთლიანი აორტის დიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარება.

"ჩაფიძის გულის ცენტრში“ აორტის CT ანგიოგრაფია ტარდება ერთ-ერთი საუკეთესო კომპიუტერული ტომოგრაფით SIEMENS SOMATOM DEFINITION EDGE G-1687 , რომელიც ოქროს სტანდარტია სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

დაგვიმეგობრდით

trance