აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის იურისტი.
მიმაჩნია, რომ ექიმისა და იურისტის პროფესია ბევრ ასპექტში ერთმანეთს ჰგავს , რადგან ორივე პროფესია ადამიანებს და მათ ინტერესებს ემსახურება, "ჰიპოკრატეს ფიცის“მსგავსად:
(ამონარიდი ფიციდან)
"...ჩემი ძალ-ღონის და მიხვედრილობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დავუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარი ვნების
მიყენებას და უსამართლობას“
ადვოკატიც დებს ფიცს "ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“
ჩემთვის როგორც, იურისტისთვის მნიშვნელოვანია დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ იურიდულ მხარდაჭერას, კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს პროფესიას და ვიყო სამართლიანი.
დაამთავრა ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური
ხარისხი.
არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის "საჯარო უწყებებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან კომუნიკაციის კომიტეტის" წევრი.
გავლილი აქვს American Bar Association Training of trainers - Rule of Law Initiative.
მონაწილეობდა პროექტში "თბილისელების ადვოკატი“.
უწყვეტი იურიდიული განათლების ფარგლებში სისტემატიურად ესწრება პროფესიულ ტრენინგებსა და კონფერენციებს.
ასევე სეტრიფიცირებულია ბიზნესის მართვის მიმართულებით და გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები:
Management Academy – Management course
- Certificate 1 - operations, Recruitment;
- Certificate 2 - Performance Management, Compensations, Development;
- Certificate 3 - Branding, Team building, Motivation.
Human Resource Reborn program
(google consultants Chris Perks and Pete Jenkins)
Certified in Sales and Marketing Influence skills