ტკივილი გულმკერდის არეში

ტკივილი გულმკერდის არეში

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოოლოგიის ცენტრის ქირურგიის სტაციონარის კარდიოლოგი დარეჯან ქუთათელაძე 

გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით- დაწყებული გულმკერდის კუნთის ტკივილით, დამთავრებული გულის შეტევით ან გულის ქრონიკული დაავადებით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

როდის მივმართოთ ექიმს? 

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ განგივითარდათ უეცარი მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით თუ: გაქვთ ძლიერი სიმძიმის, მოჭერის ან მსგავსი შეგრძნება.

  • ტკივილი დაიწყო უეცრად და გრძელდება 2-15 წუთი და მეტ ხანს;
  • ტკივილი გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს, როგორებიცაა: ერთი ან ორივე მკლავი, ზურგი, კისერი ან ყბა;
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც: სუნთქვის უკმარისობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ცივი ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან ძლიერი სისუსტე;
  • გაქვთ გულის დაავადებების რისკი: მაგალითად, ხართ მწეველი ან ჭარბწონიანი, გაქვთ მაღალი წნევა(ჰიპერტონია), დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ოჯახის წევრების გულის დაავადებების ისტორია.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ ტკივილი ან დისკომფორტი არ იყო ძლიერი, მალევე შემსუბუქდა ან სრულიად გაქრა, ვინაიდან შესაძლოა ეს იყოს გულის სახიფათო დაავადების პირველი გამოვლინება.

დაგვიმეგობრდით

trance