ეკგ სტრეს-ტესტი

ეკგ სტრეს-ტესტი

დატვირთვით სტრეს – ეკგ – ტესტირება წარმოადგენს გულის მუშაობის ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორირებასა და შეფასებას დოზირებული, მზარდი, დინამიური დატვირთვის ფონზე სარბენ ბილიკზე (ტრედმილი), ან სტაციონარულ ველოსიპედზე (ველოერგომეტრი).

ტესტირებისას ხორციელდება ეკგ–ცვლილებების, გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის კონტროლი უწყვეტ რეჟიმში.

სტრეს-ტესტის ჩატარების მიზნები და ჩვენებები:

  • მასობრივი/ეპიდემიოლოგიური/ გამოკვლევები, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში კარდიოლოგიური დაავადებების, პირველ რიგში გიდ-ის (გულის იშემიური დაავადების) გამოვლენის მიზნით;
  • გიდ-ისა და მისი ცალკეული ფორმების დიაგნოსტიკა;
  • გულის რიტმის დარღვევების გამოვლენა და იდენტიფიკაცია;
  • დატვირთვაზე ჰიპერტონული რეაქციის მქონე პირების გამოვლენა;
  • დადგენილი გიდ-ის მქონე პირებში დატვირთვისადმი ინდივიდუალური ტოლერანტობის დადგენა;
  • სხვადასხვა (მათ შორის ქირურგიული) მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეთოდის ეფექტურობის შეფასება;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შრომითი ექსპერტიზა;
  • პროფესიული შერჩევისათვის;
  • პროგნოზის შეფასება.

დაგვიმეგობრდით

trance