რა არის ერგოსპირომეტრია?

რა არის ერგოსპირომეტრია?


ერგოსპირომეტრია – არის გულ–სისხლძარღვთა  და სასუნთქი სისტემების ურთიერთქმედების კვლევის არაინვაზიური  მეთოდი.

მეთოდი წარმოადგენს ფიზიკური დატვირთვის (ველოერგომეტრზე) ტესტს, რომლის დროსაც პაციენტს უწყვეტ რეჟიმში უკონტროლდება გაზთა ცვლა და პარალელურად ფასდება გულის მუშაობა, ეკგ და არტერიული წნევა.

გამოიყენება ყველა ასაკის პაციენტებში.

მიზნები და ჩვენებები:

  • დატვირთვის ამტანობის განსაზღვრა და მისი დაქვეითების მიზეზების დადგენა;გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შეფასება (გიდ, გუ, თანდაყოლილი მანკები);
  • სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტების შეფასება;
  • პაციენტის მდგომარეობის ობიექტური შეფასება, როცა მისი ჩივილები და კლინიკური მდგომარეობა არ ემთხვევა მშვიდ მდგომარეობაში მიღებულ გამოკვლევის შედეგებს;
  • გულ-ფილტვის სისტემის მდგომარეობის  ობიექტური შეფასება დიდი მოცულობის ოპერაციების წინ, (მათ შორის გულზე და ფილტვებზე ჩარევისას).
  • გულისა და ფილტვის გადანერგვის კანდიდატების  წინასაოპერაციო შეფასება;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
  • რეაბილიტაციის პროგრამების შერჩევა;
  • პროგნოზის შეფასება სხვადასხვა პათოლოგიების დროს;
  • ფსიქოგენური და ქცევითი ქოშინი (შფოთვა, სიმულაცია);
  • საწვრთნელი პროცესის ეფექტურობის შეფასება;
  • სპორტული მედიცინა;
  • ძირითადი ცვლის (მეტაბოლიზმის) შეფასება დიეტის შერჩევისა და წონის კონტროლისათვის;
  • დაავადებები კუნთების ბიოენერგეტიკის დარღვევით.

დაგვიმეგობრდით

trance