ოსტეოართრიტი არის სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, აზიანებს სახსრის ყველა კომპონენტს, პირველ რიგში ხრტილს. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ მათ აწუხებთ "მარილები“, რის გამოც ცდილობენ შეზღუდონ საკვები მარილის გამოყენება, თუმცა დაავადება მარილთან არანაირად არ არის დაკავშირებული.
ოსტეოართრიტი - გავრცელებული დაავადებაა; სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ იწვევს ტკივილს, შრომისუნარიანობის დროებით, ან მუდმივ დაკარგვას, არის ინვალიდობის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ლიდერი.დაავადება იშვიათად ვითარდება 40-წლამდე, შემდგომ გავრცელება მკვეთრად იმატებს.
ხშირად ზიანდება მუხლის, მენჯ-ბარძაყისა და მტევნის სახსრები, ხერხემალი.
ძირითადი ჩივილებია:
- ტკივილი სახსრის არეში - ძლიერდება ფიზიკური აქტიურობისას და მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში. ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა იცვლება ამინდის მიხედვით - ძლიერდება ცივ და ნესტიან პერიოდში
- კრეპიტაცია - ხრაშუნის, ტკაცუნის ხმიანობა სახსრის მოძრაობის დროს
- სახსრის ზომაში მომატება, დეფორმაცია
ჩვენს კლინიკაში დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული სქემების მიხედვით, მათ შორის, ტარდება პრეპარატების სახსარშიდა ინექციები.მკურნალობის სქემაში ვითვალისწინებთ პაციენტთა კარდიოლოგიურ და სხვა დაავადებებს, სამკურნალო პრეპარატების გვერდითი ეფექტებისგან დაცვის მიზნით