კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება მომატებული არტერიული წნევის დროს

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება მომატებული არტერიული წნევის დროს

გვესაუბრება "ჩაფიძის გულის ცენტრის“ მულტიპროფილური პათოლოგიის და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა კოპალეიშვილი.


გულის კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლოა გამოვიყენოთ მომატებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში. ამ არაინვაზიური პროცედურის საშუალებით შეგვიძლია გამოვრიცხოთ კორონარული არტერიების დაავადებები მაშინ, როდესაც სახეზეა ატიპური სიმპტომები ხოლო სხვა კარდიოლოგიური გამოკვლევების შედეგები (დატვირთვის ეკგ ტესტი, პერფუზიული სცინტიგრაფია, სტრეს-ექოკარდიოგრაფია და ა.შ) საეჭვოა.

არსებობს აგრეთვე კორონარული არტერიებში კალციუმის რაოდენობის განმსაზღვრელი კვლევა- Ca score, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავადგინოთ ათეროსკლეროზული დაავადებები ადრეულ სტადიაზე. კორონარულ არტერიებში კალციუმი ისაზღვრება კონტრასტის გარეშე, გულის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით. იგი წარმოადგენს სწრაფ პროცედურას, რომელიც მიმდინარეობს დაბალი რადიაციის გამოყენებით (<1  mSv). ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კალციუმის განსაზღვრით შესაძლოა შევაფასოთ მომავალში კორონარული არტერიების დაავადებების რისკი.

კორონარული არტერიებში კალციუმის განსაზღვრა გამოიყენება კარდიოვასკულური, განსაკუთრებით კი კორონარული არტერიების დაავადებების როგორც რისკის შესაფასებლად, აგრეთვე ადრეული მკურნალობის შედეგის შეფასებისათვის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

დაგვიმეგობრდით

trance