გულის უკმარისობა

გულის უკმარისობა

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის და შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  სოფიო უნგიაძე.

თუ თქვენ დადასტურებული გაქვთ გულის უკმარისობის დიაგნოზი:

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების რეკომენდაციების თანახმად, აუცილებელია გულის უკმარისობის მქონე პაციენტები ინფორმირებულნი იყვნენ დაავადების, მისი მიმდინარეობის, პროგნოზისა და საყურადღებო ასპექტების შესახებ. უმნიშვნელო ცვლილებებიც კი ხშირად გადამწყვეტია, დროულად მიღებული ზომები და ადეკვატური რეაგირება თავიდან აგვარიდებს სხვადასხვა სახის გართულებებს, რაც დადასტურებულია არაერთი კვლევით. მნიშვნელოვანია პაციენტს აეხსნას რეკომენდაციები მისთვის გასაგებ ენაზე - სიტყვიერად, წერილობით. თვითკონტროლის პარალელურად, სასურველია ოჯახის წევრისა და დამხმარე პირის ინფორმირებაც,  მათი როლი მეტად მნიშვნელოვანია გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მართვაში.


მწვანე ზონა

  • არ ვლინდება ჰაერის უკმარისობის მხრივ ახალი ჩივილები და სიმპტომების გაუარესება
  •  ფიზიკური აქტივობა ნორმალურია და დინამიკაში არ გაუარესებულა
  • არ აღინიშნება ქვემო კიდურების შეშუპება
  • სხეულის წონა გაკონტროლებულია


  • არ უჩივით ტკივილს გულმკერდის არეში

რეკომენდაცია:
  • გააგრძელეთ ყოველდღიურად წონის კონტროლი
  • მედიკამენტების მიღება
  • სუფრის მარილის შეზღუდვა
  • გამოცხადდით გეგმიურ ვიზიტზე

  • ყვითელი ზონა
 საყურადღებოა !!!

  • მშრალი ხველა

  • ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა და ადვილად დაღლა წინა პერიოდთან შედარებით

  • ქვემო კიდურების, კოჭების, ტერფების შეშუპება

  • წონის მატება (24 საათში 1-1.3 კგ ან >2.5 კგ კვირის მანძილზე)

  • მუცლის შებერილობა, დისკომფორტი, შეშუპება

  • ძილის გაძნელება


რეკომენდაცია:
  • დაუკავშირდით ექიმს/ სამედიცინო პერსონალს
  • მედიკამენტური მკურნალობის მოდიფიცირება

  • წითელი ზონა
  • ძლიერი,შეტევითი ხასიათის ხველა
  • ქოშინი და ჰაერის უკმარისობა მოსვენებულ მდგომარეობაში
  • მუცლისადა ქვემო კიდურების არეში შეშუპება
  • წონაში მკვეთრი მატება
  • თავბრუსხვევა,დეპრესია, კონცენტრირების უნარის დაქვეითება
  • უმადობა
  • იძულებით მჯდომარე მდგომარეობა 

რეკომენდაცია:
  • საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას, დაეკონტაქტეთ ექიმს ან
  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა

  • სტაბილური მიმდინარეობისას 6 თვეში ერთხელ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. თითოეული პაციენტის კლინიკა ინდივიდუალურია, ამიტომ ვიზიტების სიხშირე ცვალებადია და განსაზღვრავს სამედიცინო პერსონალი.
  • ექიმის მიერ დინამიკაში ფასდება სიმპტომები, გულის რიტმი და გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა,  ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო, ელექტროლიტები, თირკმლის ფუნქცია, BNP და სხვა)
  • ექიმის მიერ ხორციელდება მედიკამენტებისა და მათი დოზების გადახედვა, ოპტიმიზაცია
  • პაციენტს უფლება აქვს იცოდეს საკუთარი დიაგნოზის, თანმხლები დაავადებების, მკურნალობის, სერვისების, რესურსების - მათ შორის მკურნალობის საუკეთესო გეგმის შესახებ. პაციენტებმა უნდა  ისწავლონ ცხოვრება გულის უკმარისობასთან ერთად.

გამოყენებულია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ მოწოდებული 2021 წლის გულის მწვავე და ქორნიკული უკმარისობის დიაგნოზის და მკურნალობის გაიდლაინის მონაცემები.


დაგვიმეგობრდით

trance