სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში

სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა 21 ოქტომბერი - 29 ოქტომბერს აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:


ჯანდაცვის პოლოტიკა და მენეჯმენტი


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსზე განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები; ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები; სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა; ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები, ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები; კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა; ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

მოწვეული ლექტორები:

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უსწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

იოსებ მამუკელაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, "საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე

ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;

ოთარ ჩოკოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი.

სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსი დაიწყება 2023 წლის 21 ოქტომბერ და დასრულდება 2023 წლის  29 ოქტომბერს.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე http://chapidze.ge/aboutus/269--.html

კურსის ღირებულებაა 600 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.


საბანკო რეკვიზიტები:


თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002


მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი


გადარიცხვისას მიუთითეთ - თქვენი სახელი, გვარი, სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი.


სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია.


http://chapidze.ge/aboutus/269--.html


გისურვებთ წარმატებებს!


საკონტაქტო პირი: მაკა კადონცევა:  599564465

დაგვიმეგობრდით

trance