ოთარ ჩოკოშვილი-

ოთარ ჩოკოშვილი- "ჩაფიძის გულის ცენტრის" ეპიდემიოლოგი


გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, პროფესორი,
ოთარ ჩოკოშვილი.

"აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლისა და პრევენციის ყველა ღონისძიება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.  

შემოდგომის მოსვლასთან და შემდგომ ზამთრის დადგომასთან ერთად, წლის ცივ სეზონზე, რესპირატორული ინფექციების რისკი იზრდება.

ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც  თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ შორის: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და აშ.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რესპირატორული დაავადებების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარება აღნიშნულ ჯგუფებში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინფექციის კონტროლის სწორი ღონისძიებების დაცვას.

კოვიდმა კიდევ ერთხელ გვასწავლა, რომ რესპირატორული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ ხელების ჰიგიენა და მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

ამასთან, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ დროულად ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ამჟამად, საქართველოში გრიპის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და სახელმწიფო უფასოდ სთავაზობს ვაქცინაციას ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და სხვა რისკის ჯგუფებს.

რესპირატორული ინფექციის დროს, თუ აღენიშნება ისეთი გართულებები, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და აშ. აუცილებლად დროულად მიმართეთ მკურნალ ექიმს, ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც ქრონიკულად მიმდინარე თანმხლები დაავადებები აწუხებთ.

დაგვიმეგობრდით

trance