2012 წლის 1 სექტემბრიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო რითმოლოგიურმა განყოფილებამ.
ამოცანები:
- რითმოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება;
- გულის რითმის დარღვევების მქონე პაციენტების მართვა სტაციონარში;
- ამბულატორიული პაციენტების კონსულტირება;
- პაციენტებისთვის სრულყოფილი რითმოლოგიური სერვისის შეთავაზება.
2012 წლის 23 ოქტომბერს კლინიკაში განხორციელდა მუდმივი კარდიოსტიმულატორის პირველი იმპლანტაცია. აღნიშნულ პროცედურას მალევე მოჰყვა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, კარდიორესინქრონიზატორის იმპლანტაციები.
დღეისათვის კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ანტიარითმიული მოწყობილობის იმპლანტაცია, ასევე – პაციენტების პოსტოპერაციული მართვა.
2013 წლიდან კლინიკაში დაწყებულია სუპრავენტრიკულური არითმიების ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური კვლევები და რადიოსიხშირული აბლაცია (RFA).
სერვისების ჩამონათვალი:- მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია- რითმის ხანგრძლივი მონიტორის - მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) იმპლანტაცია - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია- სამკამერიანი კარდიოსტიმულატორის - რესინქრონიზატორის იმპლანტაცია (CRT-P)- რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის (CRT-D) იმპლანტაცია- ტაქიარითმიების კარდიოვერსია (ელექტრული, ფარმაკოლოგიური)- ინვაზიური ელეტროფიზიოლოგიური კვლევა- არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია
პრაქტიკული მოღვაწეობის პარალელურად, რითმოლოგიური განყოფილების ექიმები რეგულარულად მონაწილეობენ კლინიკაში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე საქართველოს გულის რითმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და შეხვედრებში.