- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები
- სიმსუქნე
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი)
- ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია
- ქალის სასქესო სფეროს დარღვევები (ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები)
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (კუშინგის სინდრომი, ფეოქრომოციტომა)
- ოსტეოპოროზი
- კარდიომეტაბოლური რისკების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა;
"ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ყველა სპეციალისტს გააჩნია განსაკუთრებული კვალიფიკაცია იმ პაციენტთა მკურნალობაში, რომელთაც წარსულში ჰქონდათ ან აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება (მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, შუნტირება, მოციმციმე არითმია).
პაციენტებს უტარდებათ როგორც ჰორმონული, ისე ინსტრუმენტული კვლევები.
მკურნალობა ინიშნება ევროპის და ამერიკის ენდოკრინული ასოციაციების უახლესი რეკომენდაციებით