ცენტრის ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი

ცენტრის ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი

გვესაუბრება "ჩაფიძის გულის ცენტრის" ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ქაჯაია.

მიმდინარე წლის ზაფხულში, “ ჩაფიძის გულის ცენტრში“ ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც თანამედროვე აპარატურით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, რაც რეანიმაციის განყოფილებას სჭირდება. ზოგადი რეანიმაციის განყოფილება გათვლილია 5 საწოლსა და იზოლატორზე.


აღნიშნული განყოფილების ამოცანაა: გადაუდებელი მედიცინის და კლინიკის სხვა დეპარტამენტების მძიმე და პოლიორგანული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის სათანადო სამედიცინო სერვისის მიწოდება.


 განყოფილებამ პირველი პაციენტი ოქტომბრის დასაწყისისთვის მიიღო და ამ ეტაპზე წარმატებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.


რეანიმაციის განყოფილებაში ტარდება ყველა ის პროცედურა და მანიპულაცია, რომელიც გვეხმარება პაციენტებისთვის სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა-შენარჩუნებასა და მონიტორინგში. სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ პაციენტები მკურნალობას აგრძელებენ შესაბამისი პროფილის დეპარტამენტებში


დაგვიმეგობრდით

trance