ძვირფასო კოლეგებო, ნება მიბოძეთ განსაკუთრებული სიყვარულით და უღრმესი პატივისცემით მოგილოცოთ საქართველოს მედმუშაკთა პროფესიული დღე.
ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო საზოგადოება, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, იყო და არის ჩვენი ერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი.
ოდითგანვე ქართველი ექიმები ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს.
თავად ვარ მათი თავდაუზოგავი მუშაობის მომსწრე 1990-იანი წლების დასაწყისში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტების დროს. არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლო იყო სამედიცინო პერსონალის შრომა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ისინი დღესაც ღირსეულად უმკლავდებიან თანამედროვე გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდ წარმატებები.
ავთანდილ ჯორბენაძე