ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტი

ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტი

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტი.

რითმოლოგიური განყოფილების გუნდის წევრები:

კახაბერ ეცადაშვილი - ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის, ევროპის გულის უკმარისობის ასოციაციისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი.

ნიკა ქურიძე- აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, რითმოლოგი.

მანანა როსტიაშვილი- "ჩაფიძის გულის ცენტრის" ექთანი.

2012 წლიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირებს რითმოლოგიური განყოფილება.

იმავე წელს კლინიკაში განხორციელდა მუდმივი კარდიოსტიმულატორის პირველი იმპლანტაცია. აღნიშნულ პროცედურას მალევე მოჰყვა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, კარდიორესინქრონიზატორის იმპლანტაციები.

დღეისათვის კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ანტიარითმიული მოწყობილობის იმპლანტაცია, ასევე პაციენტების პოსტოპერაციული მართვა.

2013 წლიდან კლინიკაში დაწყებულია სუპრავენტრიკულური არითმიების ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური კვლევები და რადიოსიხშირული აბლაცია (RFA).

სერვისების ჩამონათვალი:- მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია- რითმის ხანგრძლივი მონიტორის - მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) იმპლანტაცია - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია- სამკამერიანი კარდიოსტიმულატორის - რესინქრონიზატორის იმპლანტაცია (CRT-P)- რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის (CRT-D) იმპლანტაცია- ტაქიარითმიების კარდიოვერსია (ელექტრული, ფარმაკოლოგიური)- ინვაზიური ელეტროფიზიოლოგიური კვლევა- არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია.

პრაქტიკული მოღვაწეობის პარალელურად, რითმოლოგიური განყოფილების ექიმები რეგულარულად მონაწილეობენ კლინიკაში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე საქართველოს გულის რითმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და შეხვედრებში.

დაგვიმეგობრდით

trance