საძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

საძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირება "ჩაფიძის გულის ცენტრში"

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-რადიოლოგი ნია ჭანტურია.

დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლძარღვების როგორც ექოსკოპიური, ისე ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის ეფექტით.

დუპლექს სკანირების მეთოდი საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.

დოპლეროგრაფიის მეშვეობით ხდება სისხლის ნაკადის ცვლილებების განსაზღვრა, რაც თავის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი, ხდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობის შეფასება.

ღრმა ვენების დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, შეფასდეს სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა.სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ინიშნება ექიმი-სპეციალისტის მიერ და გამოიყენება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის:

  • საძილე არტერიების ოკლუზიური დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
  • შემდგომი ჩივილებისას: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, წონასწორობის დაკარგვა, გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდები.
  • ზემო კიდურების დაავადებები – რეინოს დაავადება, ვენების თრომბოზი, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი;
  • აორტისა და თეძოს სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება;
  • ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერებამენჯის სისხლსავსეობის სინდრომი
  • აორტის ანევრიზმა
  • ქვემო კიდურების დაავადებები – მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, არტერიების ანევრიზმა, ღრმა ვენების თრომბოზი;
როდის მივმართოთ ექიმს?

თუკი გამოხატულია:  ქვემო კიდურების  შეშუპება (დიფერენცირება მოხდეს შეშუპება მედიკამენტოზურია, თუ სხვა დაავადებით არის გამოწვეული). სიმძიმის  შეგრძნება, დაბუჟება, ქავილი, ღამის კრამპი, დისკომფორტი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ვარიკოზული გაგანიერება, ფეხების დაბუჟება, სიცივის შეგრძნება, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ტკივილი ქვემო კიდურებში.

ამ ჩივილების ფონზე, შესაძლებელია, დროულად გამოვლინდეს დაავადებები რომლებსაც მივყავართ მძიმე შედეგებამდე: მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, აორტისა და ქვემო კიდურის არტერიების ოკლუზიური დაავადება, რასაც მივყავართ მძიმე შედეგებამდე. ასევე, ღრმა ვენების თრომბოზის დროული დიაგნოსტირებით, შესაძლოა თავიდან იყოს აცილებული ისეთი გართულება, როგორიცაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

დუპლექს-სკანირება კვლევის სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდია

დაგვიმეგობრდით

trance