ექთნების საერთაშორისო დღე - გამოწვევები და განვითარების გზები,  სამუშაო შეხვედრა “ვილა მოსავალში”

ექთნების საერთაშორისო დღე - გამოწვევები და განვითარების გზები, სამუშაო შეხვედრა “ვილა მოსავალში”

აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ასევე “საქართველოს ექთნების ასოციაციის” ჩართულობით, 2025 წლის 10-11 მაისს, სასტუმრო "ვილა მოსავალში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ექთნების საერთაშორისო დღეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა საექთნო სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების მრავალმხრივ ანალიზს. 

შეხვედრაში მონაწილეობდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლინიკების 30-მდე წარმომადგენელი, რაც შესაძლებლობას აძლევდა დისკუსიას ყოფილიყო ფართო და რეგიონული გამოცდილებების საფუძველზე გამდიდრებული.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ახალ რეგულაციებს, რომლებიც ამოქმედდა საექთნო საქმის რეგულირების თვალსაზრისით. განხილული იქნა, როგორც მათი ეფექტიანობის შეფასების მექანიზმები, ასევე ის პრაქტიკული გამოწვევები, რომლებიც რეგულაციების დანერგვასთან არის დაკავშირებული.

ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად გამოიკვეთა ქვეყანაში საექთნო კადრების დეფიციტი და მისი გამომწვევი ძირეული მიზეზები. 

მონაწილეებმა განიხილეს შესაძლო სტრატეგიული ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემის ეტაპობრივ გადაჭრას, მათ შორის:

განათლების ხარისხის გაუმჯობესება; 
პროფესიული მოტივაციის ზრდა; 
საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირება.

შეხვედრის მიმდინარეობისას წამოიჭრა მრავალი ინიციატივა და ინოვაციური იდეა, რომლებიც განხილვის შედეგად აისახა სამომავლო საქმიანობის გეგმებსა და რეკომენდაციებში. აღნიშნული გეგმები განისაზღვრება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით და ეფუძნება მულტიდისციპლინური თანამშრომლობისა და სისტემური მიდგომების გაძლიერებას.

დაგვიმეგობრდით

trance