კოლონოსკოპია
კოლონოსკოპიის დროს, სპეციალური ზონდის მეშვეობით ხდება სწორი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მდგომარეობის დათვალიერება და შეფასება.
როდის მივმართოთ ექიმს?
პროფილაქტიკური მიზნით კოლონოსკოპია უნდა ჩატარდეს 40 წლის და მეტი ასაკი 2-3 წელიწადში ერთხელ თუ სახეზეა შემდეგი სიმპტომები და სხვა კვლევებით პათოლოგია არ გამოვლინდა:
ვიზუალურად დიაგნოსტირდება:
მსხვილი ნაწლავის წყლული
- პოლიპები
- სიმსივნე (მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი)
- კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება.
როდის მივმართოთ ექიმს?
- ნაწლავების არარეგულარული მოქმედება (კერძოდ ხშირი ფაღარათი, რომელიც გახანგრძლივდა ან გამოხატულია ხშირი ეპიზოდების სახით 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით)
- შეკრულობა, ნაწლავების გახანგრძლივებული , ან დაუსრულებელი მოქმედება (დეფეკაცია). დეფეკაციის განმეორებითი მოთხოვნილება წინა დეფეკაციიდნ 30 წუთის ან 1 საათის შემდეგ.
- სწორი ნაწლავის ზონაში ტკივილი, დაჭიმულობისა ან უცხო სხეულის შეგრძნება , ტკივილი მუცელში . ნაწლავის ყურყურის შეგრძნება
- განავლის ფერის ცვლილება, წითელი სისხლი განავალში რომელიც არ არის შერეული განავალთან
- განავალში შერეული სისხლის არსებობა, ალუბლისფერი, ღვიძლისფერი ან მუქი ყავისფერი განავალი,
- წვრილი, კერძოდ ფანქრისებური ან ლენტისებური განავალი (სიმპტომები 40 წელი და მეტი ასაკი)
პროფილაქტიკური მიზნით კოლონოსკოპია უნდა ჩატარდეს 40 წლის და მეტი ასაკი 2-3 წელიწადში ერთხელ თუ სახეზეა შემდეგი სიმპტომები და სხვა კვლევებით პათოლოგია არ გამოვლინდა:
- წონის უმიზეზოდ დაკლება
- ნადები ენაზე უსიამოვნო სუნი პირიდან ან უსიამოვნო გემო პირის ღრუში
- სიმაგრის გასინჯვა მუცელში
- კანის სიფერმკთალე ან სიყვითლე, მიწისფერი კანი
- მუცლის ზომაში მომატება
- აუხსნელი ანემია (დაბალი ჰემოგლობინი) მაღალი ედსი* საერთო სისუსტე .
- ტემპერატულის ხშირი და აუხსნელი მომატება 37 და ზემოთ
- მადის დაქვეითება (ზოგჯერ – სრული უმადობა წონაში კლება
- არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის არსებობის შემთხვევაში 1-2 წელში ერთხელ სიმპტომების არარსებობი დროს
- ამილოიდური დაავადების გამორიცხვის მიზნით (ბიოფსიით)
კოლონოსკოპია ტარდება ამბულატორიაში ან სტაციონარში, განსაზღვრული ჩვენებით, ექიმი ენდოსკოპისტის მიერ.
პროცედურა გრძელდება 30-60 წთ-ის განმავლობაში