მხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრა
მხარ-გოჯის ინდექსი –სწრაფი, არაინვაზიური პირველადი კვლევაა, რომლის მეშვეობითაც ფასდება კიდურებზე სისხლის მიმოქცევის ადექვატურობა. გვაძლევს ინფორმაცია არის, თუ არა დაზიანებული, ან შევიწროებული სისხლძარღვები კიდურებზე, ხომ არ ჩამოყალიბებულა პერიფერიული არტერიების დაავადება;
მხარ – გოჯის ინდექსი წარმოადგენს ქვემო კიდურის სისტოლური არტერიული წნევის ფარდობას ზემო კიდურის სისტოლურ არტერიულ წნევასთან. მხარ-გოჯის ინდექსის მეშვეობით ვიღებთ წარმოდგენას, თუ რა რაოდენობით სისხლი მიეწოდება ქვემო კიდურებს.
კვლევა გრძელდება რამდენიმე წუთი არ საჭიროებს დამატებით მომზადებას.
რეკომენდირებულია:
თუ აღინიშნება ქვემო კიდურების ტკივილი სიარულის დროს ან პაციენტს აქვს პერიფერიული არტერიების, დაავადების განვითრების შემდგომი რისკ-ფაქტორები:
- მწეველობა
- დიაბეტი
- მაღალი არტერიული წნევა
- მაღალი ქოლესტეროლი
- სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა (ათეროსკლეროზი) სხეულის სხვა ნაწილებში
ნორმაში მხარ – გოჯის ინდექსი მერყეობს 0.9-1.2-ის ფარგლებში. მხარ – გოჯის ინდექსის 0.9-ზე დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს არტერიულ დაავადებაზე, ძირითადად აორტის, ან ქვემო კიდურის სისხლძარღვების ობსტრუქციულ პროცესზე, რისი მიზეზიც უმეტეს შემთხვევაში ათეროსკლეროზული დაზიანებაა.
მხარ – გოჯის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი > 1.2, ასევე პათოლოგიური ცვლილების მაჩვენებელია და ძირითადად მიუთითებს არტერიების კედლის კალციფიკაციაზე და ელასტიურობის დაქვეითებაზე.
ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით ექიმ-სპეციალისტმა შეიძლება გირჩიოთ:
- ცხოვრების წესის შეცვლა
- მედიკამენტური მკურნალობა
- ქირურგიული მკურნალობა