გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევა
გულმკერდის რენტგენოგრაფია გამოიყენება გულმკერდის კედლის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის.
გულმკერდის რენტგენოგრაფია ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- გახანგრძლივებული ხველა, ქოშინი
- გულმკერდის არეში ტკივილი
- გახანგრძლივებული ცხელება
- გულმკერდის ტრავმა (ნეკნების მოტეხილობა)
- უცხო სხეულის არსებობა და ა.შ.
გულმკერდის რენტგენოგრაფიის ჩატარების მიზანი:
- მოხდეს ფილტვის შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირება: პნევმონია, ატელექტაზი, პნევმოთორაქსი, პლევრიტი, სიმსივნე, ფილტვების ემფიზემა
- გამოვლინდეს შუასაყრის ცვლილებები (მაგ.სიმსივნეები) და გულის პათოლოგიები (მაგ.გულის უკმარისობა)
- დადასტურდეს ენდოტრაქეალური მილის, პლევრის ღრუში დრენაჟის, ფილტვის არტერიაში კათეტერის სწორი მდებარეობა
- შეფასდეს უცხო სხეულის ლოკალიზაცია და ზომები, როგორც სასუნთქ, ისე საჭმლის მომნელებელ სისტემაში
- ფილტვის ფუნქციისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება
- ტრავმული დაზიანებისას, ტრავმის სახისა და ლოკალიზაციის დადგენა (მაგ. ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების ტრავმული დაზიანება)