დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

მუცლის ღრუს ექოსკოპია

მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა უსაფრთხო მეთოდია, ტარდება, როგორც პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის,   ასევე მთელი რიგი დაავადებების გამოსავლენად, როგორიცაა ჰეპატიტები, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, თირკმლის დაავადებები.

სპეციალური გადამწოდი თავსდება მუცლის ზედაპირზე და, მონიტორის საშუალებით, ექიმს შეუძლია დაინახოს და შეაფასოს მუცლის ღრუში მიმდინარე პროცესები, სხვადასხვა ორგანოს სტრუქტურა. მუცლის ღრუს ექოსკოპია მნიშვნელოვანი გამოკვლევაა დაავადების გამორიცხვის ან/და სწორი დიაგნოზის დასმისთვის.


პროცედურა მოიცავს შემდეგი ორგანოების გამოკვლევას:

  • ღვიძლი
  • ელენთა
  • კუჭუკანა ჯირკვალი
  • ნაღვლის ბუშტი
  • სანაღვლე გზები
  • თირკმელები
  • შარდსაწვეთები
  • შარდის ბუშტი
  • პროსტატა
  • მუცლის აორტის ანევრიზმა
  • საშვილოსნო, საკვერცხეები


თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა, დოპლეროგრაფიული გამოკვლევით შეფასდეს ორგანოების სისხლით მომარაგება, კუჭის და ნაწლავების მდგომარეობა, აირების რაოდენობა და პერისტალტიკა, გამოირიცხოს მოცულობითი წარმონაქმნის (სიმსივნის) არსებობა.

როგორ მოვემზადოთ ექოსკოპიური გამოკვლევებისთვის:

გამოკვლევის მეთოდი არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას, უკუჩვენებები არ გააჩნია.