დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)

24 სთ იანი ეკგ (ჰოლტერის) მონიტორირება

რა უნდა ვიცოდეთ ჰოლტერის მონიტორირების შესახებ:

ამბულატორული ეკგ-მონიტორირება, იგივე - ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს კარდიოგრამის  უწყვეტად ჩაწერას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა უპირატესობა გააჩნია ჰოლტერის მონიტორირებას?

ჩვეულებრივი კარდიოგრამა ყოველთვის არ იძლება საშუალებას დაისვას ზუსტი დიაგნოზი, ვინაიდან კარდიოგრამის გადაღების დროს პაციენტს იშვიათად გააჩნია რაიმე ჩივილი. ჰოლტერის მონიტორირების საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს გულის მუშაობა 24 სთ-ის განმავლობაში: ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს, ძილის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, აღნიშნული გამოკვლევა ავლენს დეტალებს, რომლებიც ზოგჯერ შეუმჩნეველია ექიმის კაბინეტში.

როგორ ტარდება  ჰოლტერის მონიტორირება და ვის სჭირდება ის? 

ჰოლტერის აპარატი არის მოწყობილობა, რომელიც მაგრდება პაციენტის სხეულზე და უწყვეტად იწერს კარდიოგრამას 24 სთ და მეტი დროის განმავლობაში (არსებობს 24 სთ-იანი, 48 სთ-იანი და 1 კვირიანი ჩაწერის პროგრამით.)

მიღებული ინფორმაცია გადადის კომპიუტერში, სადაც ექიმის მიერ ხდება მისი გაშიფრვა და იწერება კლინიკური დასვნა.

დღის განმავლობაში პაციენტს აქვს დღიური, სადაც დღის განმავლობაში იწერს ფიზიკური (მაგ:სიარული, კიბეებზე ასვლა, ფიზიკური ვარჯიში) და ემოციური დატვირთვის დროს, დაძინების და გაღვიძების დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოცენების დროის მითითებით, დღიურში ჩაიწეროს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:  ტკივილი გულმკერდში, სხვა ნებისმიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, ან გონების დაკარგვა, გულისფრიალი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება.

აღნიშნული მიდგომა გვაძლევს საშუალებას, კომპლექსურად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა.

ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჰოლტერის მონიტორირებისას, შეიძლება გავაერთიანოთ 3 დიდ ჯგუფად:

არითმიების  და  ბლოკადების გამოვლენა;

მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენა;

მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

აქედან გამომდინარეობს ჰოლტერის გამოკვლევის დანიშვნის ჩვენებების  3 კლასი:

1 კლასის ჩვენება ნიშნავს, რომ ჰოლტერის გამოკვლევა აუცილებელია, რათა გამოვლინდეს და დაფიქსირდეს  სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები.   


 კლასის ჩვენებები:  

  • გონების დაბინდვა,
  • თავბრუ,
  • სინკოპე,
  • გულისცემის აჩქარების ხშირი ეპიზოდები (გულის ფრიალი),
  • ანტიარითმული მკურნალობის შეფასება,
  • გულის რითმის შეფასება პაციენტებში იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორით; აპარატის გამართულად მუშაობის შეფასება.
  • გახანგრძლივებული QT ინტერვალი ანამნეზში,
  • გულის ფრიალი პაციენტებში WPW სინდრომით.

II კლასის ჩვენებები:  

  • გაურკვეველი ხასიათის ტკივილი გულმკერდში,
  • ქოშინი,  საერთო სისუსტე (რომლის მიზეზი უცნობია),
  • ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა, მარცხენა პარკუჭის კუმშვადი ფუნქციის დარღვევის დროს.
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • ჰიპერტროფული და დილატაციური კარდიომიოპათია;
  • ანტიარითმული მედიკამენტების არითმოგენული ეფექტის შეფასება;
  • გულის შეკუმშვათა სიხშირის განსაზღვრა პაციენტებში მოციმციმე არითმიით;
  • პაციენტებში, იმპლანტირებული დეფიბრილატორით, არითმული შეტევების სიხშირის განსაზღვრა.
  • პაციენტები ღამის აპნოეს ეპიზოდებით,
  • ვარიანტული სტენოკარდიის დიაგნოსტირება,
  • გულის მდგომარეობის შეფასება ოპერაციული მკურნალობის წინ და ოპერაციული მკურნალობის შემდეგ.
  • სხვა ორგანოებზე ოპერაციული  მკურნალობა, თუ პაციენტი ხანდაზმულია და არის ეჭვი კორონარული არტერიების ათეროსკლეროზზე.

III კლასის ჩვენებები:

  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ეპიზოდები ანამნეზში.
  • მიტრალური სარქვლის მანკები,
  • არტერიული ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით,
  • თირკმლის უკმარისობა (ტერმინალური სტადია).


ჰოლტერის მონიტორირებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, ბლოკადები, მუნჯი იშემიის ეპიზოდები, რომელთა დროული მკურნალობა საშუალებას იძლევა, გადავარჩინოთ პაციენტის სიცოცხლე.

ჰოლტერის მონოტორირების პასუხი ეძლევა უშუალოდ პაციენტს, ან ეგზავნება მკურნალ ექიმს. ამ პასუხის მიხედვით, ექიმი-სპეციალისტის მიერ ინიშნება შემდგომი კვლევები, ან მედიკამენტოზური მკურნალობა.