ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევა
თანამედროვე რენტგენის აპარატებს გააჩნიათ მაღალი ფუნქციური შესაძლებლობები, საუკეთესო ვიზუალიზაცია, გამოსახულების მაღალი ხარისხი და გამოსახულების მართვის შესაძლებლობა, პაციენტის სწრაფი და მოსახერხებელი პოზიცირების საშუალება და დიდი მოცულობის მონაცემების ეფექტური კონტროლის უნარი.
რენტგენოსკოპია (რენტგენოგრაფია) საკმაოდ მაღალინფორმატიული კვლევის მეთოდია და გამოიყენება ისეთ ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა:
- ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები,
- ხერხემლის სქოლიოზის (გამრუდების) დიაგნოსტირებისთვის და მისი ხარისხის დასადგენად,
- სპოდილოზის დიაგნოსტირებისთვის,
- ხერხემლის ასაკობრივი ცვლილებების და თავისებურებების დიაგნოსტირებისთვის,
- ცხვირის, შუბლის და სხვა წიაღების სინუსიტების დროს ან მათი დიაგნოსტირების მიზნით,
- ძვლების დაავადებების და სტრუქტურული ცვლილებების დროს,
- სხვადასხვა სახსრის მდგომარეობების - როგორც თანდაყოლილი, ასევე ასაკობრივი პათოლოგიური ცვლილებების დასადგენად,
- ბავშვებში მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზიის დროს,
- მტევნის ძვლების კვლევა ზრდის ზონების შესაფასებლად-სიმაღლეში ჩამორჩენის შემთხვევაში
კვლევა სპეციფიკურ მომზადებას არ საჭიროებს
კვლევა ტარდება ექიმი-რადიოლოგის მიერ